ჩვენი ამბავი 90-იანი წლების ისტორიული ხიბლით იწყება. ალპინას შენობა 30 წლის წინ გუდაურის ერთ-ერთი პირველი სათხილამური სკოლა იყო. მას შემდეგ, კი შევქმენით 4-ვარსკვლავიანი სამთო-სათხილამურო სასტუმრო, რომელიც ოთხივე სეზონის განმავლობაში მასპინძლობს სტუმრებს.
წლების განმავლობაში ალპინას სტუმრობდნენ ტურისტები, ადგილობრივი მაცხოვრებლები და სპორტული სკოლის მოსწავლეები. მათ თან მოჰყავდათ ოჯახის წევრები, მეგობრები და ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა სივრცე, რომელიც მათ სათავგადასავლო ხასიათს პირდაპირ უპასუხებდა. 2014 წელს სპორტული სკოლა გადავაკეთეთ საშუალო მასშტაბის სასტუმროდ და შევქმენით ალპინა.
ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, გუდაურის ზემო ნაწილში, იპოვით სასტუმრო ალპინას. აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ კეთილმოწყობილი და კომფორტული ოთახებით, Ski-in & Ski-out ფუნქციით და საბაგიროთი, რომელიც პირდაპირ მთავარი სათხილამურო კურორტის ფერდობებზე გადის.
2022 წელს, ახლადგარემონტებული სასტუმრო გთავაზობთ ახალგაზრდულ და ენერგიით სავსე სათავგადასავლო გამოცდილებას. აქ შეგიძლიათ დატკბეთ გასართობი და დასასვენებელი ზონით და ისიამოვნოთ დინამიური ღამის ცხოვრებით.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონი
სასტუმრო ალპინა
© Hotel Alpina