შენი შემდეგი თავგადასავალი

ზამთრის სპორტის ექსტრიმისა და თოვლიანი თავგადასავლების ძიებაში ხარ? თუ ზაფხულში გსურს მთებში მშვიდად გაატარო დრო? არ აქვს მნიშვნელობა სეზონსა და სურვილებს, ალპინაში ყოველთვის შეძლებ იპოვო შენი შემდეგი თავგადასავალი. 

ზამთარი გუდაურში

გაატარე ზამთარი თოვლიან გუდაურში

მოემზადე თოვლიანი თავგადასავლებისთვის გუდაურის სათხილამურო კურორტზე, სადაც შეგიძლია ისიამოვნო 80კმ-ზე მეტი გაკვალული ტრასით, გონდოლებითა და საბაგირო გზებით. 

აქ დაგხვდება 14 მოქმედი საბაგირო ხაზი, მათ შორის Doppelmayr-ისა და Poma-ს გზები და მუდმივად დათოვლილი ტრასები, მაშინაც კი, როდესაც ბუნებრივი თოვლი არასაკმარისია.

ალპინა Ski-in და Ski-out სასტუმროა, რაც იმას ნიშნავს, რომ შენი სათხილამურო თავგადასავლი კარს მიღმაა. გარდა ამისა, შეგიძლია ისარგებლო ალპინას სათხილამურო ლიფტით, რომელიც პირდაპირ მთავარ სათხილამურო კურორტთან მიგიყვანს. 

ისიამოვნე ზამთრის გუდაურით და ტრასებს მიღმა სრიალით. ისეირნე თოვლმავალით და დატკბი პეიზაჟებით, ეწვიე სნოუ პარკს და არ დაგავიწყდეს პარაპლანით ფრენა განსაკუთრებული თავგადასავლებისთვის. 

 

ზაფხული გუდაურში

გაატარე ზაფხული პანორამულ გუდაურში

მოიარე გუდაური ATV კვადროციკლით, ან შეებრძოლე არაგვისა და თერგის ტალღებს ჯომარდობით. 

გახადე შენი ზაფხული დაუვიწყარი პარაპლანით ფრენით, ცხენზე ჯირითობითა და გუდაურის ბილიკებზე ლაშქრობით.



ფოტო გალერეა

 მოიწყე დაუვიწყარი დასვენება

გაქვს

დამატებითი კითხვები?

კონტაქტი

მისამართი

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი

 

სასტუმრო ალპინა

✉️ [email protected]